1.პროექტის სახელწოდება:მოგზაურობა გერმანიაში,,Reise in Deutschland"
2.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა
მიიღონ მეტი ინფორმაციაი იმ ქვეყნის შესახებ რომლის ენასაც სწავლობენ.
3.პროექტის მიზნები: საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების
მონიტორინგი;
●უნარ-ჩვევების განსაზღვრული
დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება,
ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
●
ინიციატივის გამოჩენა,
უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
●
დავალებების განსაზღვრა,
პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
●
დროის და სამუშაო დატვირთვის
ეფექტური განკარგვა;
●
უწყვეტი განათლებისთვის
მზაობის დემონსტრირება.
4.მონაწილეთა ასაკი: მე-6
5.ვადები/ხანგრძლივობა: 4 კვირა
6.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები
შეძლებნ:
· ახალი იდეების განვითარებას, განხორციელებას და სხვებისთვის გაზიარებას
·
შეძლებენ ინფორმაციის კლასიფიკაციას,
ანალიზს და სინთეზს
·
გაიზიარებენ
პასუხისმგებლობას მუშაობის პროცესში.
· მოსწავლეები შეძლებენ კორექტულადგამოთქვან საკუთარ აზრი, შეხედულება, დამოკიდებულება კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას.
· გამოიყენებენ ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად.
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, გერმანული ენის სახელმძღვანელო.
8.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები გონებრივი
იერიშის მიხედვით ასახელებენ მათთვის საინტერესო თემებს და არჩევანს აკეთებენ
მათთვის ყველაზე საინტერესო თემაზე. ,,მოგზაურობა
გერმანიაში“ მოსწავლეები თემის გარშემო ჩამოწერენ რამდენიმე საინტერესო შეკითხვას: სად მდებარეობს გერმანია? რა არის მისი დედაქალაქი? რა
ღირსშესანიშნავობების ნახვა შეგვიძლია გერმანიაში
სტუმრობისას? და ა.შ. კითხვების ჩამოწერის შემდეგ
მოსწავლეები ერთიანდებიან ორ საპროექტო
ჯგუფად. თითოეული ჯგუფი აირჩევს ლიდერს. მოსწავლეთა
ერთი გჯუფი მოიძიებს და შეაგროვებს ინფორმაციას გერმანის მდებარეობისა და მისი
დედაქალაქის შესახებ, ხოლო მეორე ჯგუფი გერმანიის ღირსშესანიშანავოების შესახებ.მსვლელობის
პროცესში ჯგუფის ლიდერები ეტაპობრივად მიაწვდიან მასწავლებელს ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მათ მუშაობას და აძლევს სწაორ მიმართულებას, უკუკავშირს საჭიროების
შემთხვევაში.
პროექტის დასრულებისას თითოეული ჯგუფი წარადგენს საკუთარ ნამუშევარს როგორც პოსტერის სახით, ასევე შექმნიან powerpoint-ში
პრეზენტაციას
და აჩვენებენ აუდიტორიას .
9.საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხ.დ.V.20. მოსწავლეს შეუძლია
უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., ზეიმის მოწყობა, გენეალოგიური ხისშედგენა, ზღაპრის დადგმა და
სხვა).
უცხ.ს.I.32. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო
საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს
რესურსებს (მაგ.,
ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას როგორც
სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ.,
სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა,
მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
(ისტ) მეშვეობით;
·
იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად.
უცხ.ს.I.28. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას
კულტურათა თავისებურებების მიმართ.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს უცხო კულტურისთვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს და სიმულაციური
სიტუაციების გათამაშებისას იცავს უცხოური სოციოკულტურული გარემოსთვის დამახასიათებელ
ნორმებს;
·
მშობლიურ ენაზე სვამს კითხვებს/ითხოვს
განმარტებას კონკრეტული სოციოკულტურული საკითხების გარშემო;
·
კორექტულადგამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურათა
თავისებურებებზე მსჯელობისას.
11.პროექრის ხელმძღვანელი: მაკა კანდელაკი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:kandelakimaka1989@gmail.com
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:kandelakimaka1989@gmail.com